მადლობა რომ ახერხებთ, მსოფლიოში მეორე არმიად წოდებული რუსეთის ჯარი სიაში სულ უფრო ქვევით ჩასწიოთ - ზელენსკი უკრაინელებს

12.05.23 11:50
მადლობა რომ ახერხებთ, მსოფლიოში მეორე არმიად წოდებული რუსეთის ჯარი სიაში სულ უფრო ქვევით ჩასწიოთ - ზელენსკი უკრაინელებს

ფრონტზე უკრაინელების დამცველების წარმატებას პრეზიდენტი ზელენსკი ეხმიანება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელ არმიას გამძლეობისთვის და წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. 

მაქვს პატივი, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეომრებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც ამ კვირის დასაწყისიდან გამოირჩეოდნენ სახელმწიფოს დაცვაში. მადლობა ჯარს, რომ ასეთი წარმატებული შედეგი აქვთ ოკუპანტების განადგურების მხრივ, მადლობა გამძლეობისთვის და უნარისთვის, რომ ახერხებთ რუსეთის ძალები, რომელსაც ოდესრაც მსოფლიოს მეორე არმიას ეძახდნენ, სამხედრო ძალების სიაში სულ უფრო ქვევით ჩასწიოთ, - თქვა ზელენსკიმ