ამერიკა მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

12.05.23 12:02
ამერიკა მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

ამერიკა  მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს. დონალდ ტრამპის მიერ ამოქმედებულ კოვიდ 19-თან დაკაშირებულ სასაზღვრო შეზღუდვებს ვადა გაუვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში ახალი შეზღუდვები შევიდა, რათა საზღვრის უკანონო კვეთა თავიდან აიცილონ.

ვიდრე ახალი რეგულაციები ძალაში შევიდოდა, საზღვარზე კოლაფსი შეიქმნა და მხოლოდ ერთ დღეში, მექსიკიდან ამერიკაში 10 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც უკვე მიჩნეულია რეკორდულ მაჩვენებლად. ამ დრომდეეე კილომეტრიანი  საცობებია სასაზღვრო ტერმინალებთან.

დონალდ ტრამპმა Title 42 პირველად 2020 წლის მარტში შემოიღო, როდესაც მსოფლიო კოვიდ 19-მა მოიცვა. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ დროს განკარგულების მიზანი დაკავების ხალხმრავალ ცენტრებში ვირუსის გავრცელების შეკავება იყო. ეს საშუალებას აძლევდა აშშ-ს ხელისუფლებას, მიგრანტები მექსიკაში ან სხვა ქვეყნებში სწრაფად, აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის გარეშე გაეძევებინა.