"მოწინააღმდეგემ რიგი წარმატებული კონტშეტევა განახორციელა" - პრიგოჟინი შოიგუს ბახმუტში "ეპატიჟება"

12.05.23 12:16
"მოწინააღმდეგემ რიგი წარმატებული კონტშეტევა განახორციელა" - პრიგოჟინი შოიგუს ბახმუტში "ეპატიჟება"

ვაგნერის ხელმძღვანელი ისევ რუსთის თავაცვის მინისტრს აკრიტიკებს და მას ბახმუტში ჩასვლისკენ მოუწოდებს. ევგენი პრიგოჟინი სერგეი შოიგუს ატყობინებს, რომ უკრაინულმა არმიამ ის ფლანგები გაარღვია, რომელზეც პასუხისმგებელი რუსული ჯარი იყო. 

ვაგნერის ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული დანაყოფები იმყოფება, მოწინააღმდეგებ რიგი წარმატებული კონტრშეტევები განახორციელა.  რთული ოპერატიული სიტუაციის გათვალისწინებით, ასევე საბრძოლო მოქმედებების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ბახმუტში, რათა არსებული ვითარება თავად შეაფასოთ, - განაცხადა პრიგოჟინმა წერილში, რომელიც მან შოიგუს მისწერა. 
 

მსგავსი სიახლეები