"ქართული ოცნება" არ არის ევროპული ოცნება - მაიკ როთი

12.05.23 12:52
"ქართული ოცნება" არ არის ევროპული ოცნება - მაიკ როთი

"ქართული ოცნება" არ არის ევროპული ოცნება - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი "ქართული ოცნების" მიერ ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების დატოვებას.

"აღმაშფოთებელია! PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია" არ არსებობს! სოციალ-დემოკრატია ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ერთგული. სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება". – წერს როთი.

მსგავსი სიახლეები