თუ პრიგოჟინს არ მოკლავენ, ის მალე რუსი სამხედროების გაყვანას მოაწერს ხელს - პიონტკოვსკი

12.05.23 14:46
თუ პრიგოჟინს არ მოკლავენ, ის მალე რუსი სამხედროების გაყვანას მოაწერს ხელს - პიონტკოვსკი

რუსი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს, რომ თუ პრიგოჟინს არ მოკლავენ, ის მალე რუსი სამხედროების გაყვანას მოაწერს ხელს.

ამის შესახებ პიონტკოვსკი Twitter-ზე წერს.

თუ უახლოეს დღეებში პრიგოჟინს არ მოკლავენ, მაშინ სწორედ ის, როგორც რუსეთის დროებითი მმართველი, რამდენიმე კვირაში ხელს მოაწერს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედროების ორგანიზებულ (უიარაღო) გაყვანის შესახებ შეთანხმებას". - წერს პიონტკოვსკი.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტში, ფლანგებზე, სადაც განთავსებული იყო რუსეთის რეგულარული ჯარები, ვითარება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.

მსგავსი სიახლეები