მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობა - ჩინეთის სპეცწარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში ჩავა

12.05.23 19:37
მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობა - ჩინეთის სპეცწარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში ჩავა

ჩინეთის სპეცწარმომადგენელი მომდევნო კვირაში უკაინაში ჩავა. მიზანი რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებებში დახმარებაა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ლი ჰუეი კიევს 15 მაისს ეწვევა, შემდეგ კი ვიზიტებს პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში განახორციელებს.

ჩინეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ვენიბინის განცხადებით უკრაინაში ჩინეთის სპეცწარმომადგენლის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩინეთი მშვიდობის მხარეს მტკიცედ დგას.