ზელენსკი ვატიკანშია - პრეზიდენტი რომის პაპს ხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს ფრანცისკეს ხვდება. მანამდე ზელენსკის რომში შეხვედრა ჰქონდა იტალიის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტთან. ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ იტალია უკრაინას დახმარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.