თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია

14.05.23 09:50
თურქეთში დღეს  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია

თურქეთში დღეს, 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია. თურქეთის მოქმედი პრეზინდეტის, რეჯეფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუა. გამორიცხული არ არის, დღევანდელმა არჩევნებმა ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა დაასრულოს.

რამდენიმე დღის წინ ქემალ ქილიჩდაროღლუმ თქვა, რომ წაგების შემთხვევაში შესაძლოა, მოქმედმა ხელისუფლებამ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა არ ისურვოს.

ბრალდებებს 12 მაისს ერდოღანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი ძალა არჩევნების ნებისმიერი შედეგს კანონიერად მიიჩნევს და ყველაფერს გააკეთებს, რასაც დემოკრატია მოითხოვს. 
 

მსგავსი სიახლეები