უკრაინელმა დამცველებმა კიდევ 620 ოკუპანტი გაანადგურეს
უკრაინელებმა გუშინ 620 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის საერთოს დანაკარგი უკვე 198 880 ადამიანს შადგენს.
ამის გარდა დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის ტექნიკაც გაანადგურეს.
კერძოდ:
ტანკი - 5 ( სულ 3756)
ჯავშანტექნიკა - 18 (სულ 7325)
საარტილერიო სისტემა - 21 ( სულ 3116)
უპილოტო საფრენი აპარატი - 31 ( სულ 2696)
ავტომობილი და ავტოცისტერნა - 7 ( სულ 6018)
სპეციალური ტექნიკა - 2 ( სულ 404)