პუტინმა სისხლიანი პოლიტიკის გამო რუსეთი მსოფლიო აუთსაიდერად აქცია - ზელენსკი

14.05.23 10:47
პუტინმა სისხლიანი პოლიტიკის გამო რუსეთი მსოფლიო აუთსაიდერად აქცია - ზელენსკი

პუტინმა თავისი სისხლიანი პოლიტიკის გამო, რომელსაც უკრაინასთან მიმართებაში აწარმოებს, საკუთარი ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რომში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ახლა პუტინის რუსეთი  მსოფლიოს აუთსაიდერია. 

ის ახლა ნამდვილად შორსაა იმ რუსეთისგან, რომელსაც ცივილურ სამყაროსთან კავშირები ჰქონდა. კრემლში ყოფნით ის საკუტარ ხალხს, ეკონომიკას, ისტორიას და ენას იზოლაციაში აქცევს. ყველაფერი, რაც მათ დააგროვეს, პუტინმა გააქრო. გააქრო ჩვენი  ურთიერთობაც, იმიტომ, რომ მოვიდა ჩვენთან აგრესიით და არაპროვოცირებული ომით, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, პუტინი არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ საკუთარ ხალხსაც ერჩის. 

მას არ ჰყავს ძლიერი არმია, მას ჰყავს მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ტანკების ქვეშ შესაყრელად იმეტებს. მას ჰქონდა ბევრი საბჭოური ტექნიკა, - თქვა ზელენსკიმ. 

ომში მყოფი პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინის უკვე საკუთარ ხალხსაც აღარ სჯერა. 

ამ ყველაფერი ძალიან ბევრ ადამიანზე ისახება და მათ ეს არ სურთ, იმიტომ, რომ ყოველდღიურა სირთულეებს აწყდებიან... სწორედ ეს არის იზოლაცია, - თქვა ზელენსკიმ. 
 

 

მსგავსი სიახლეები