უკრაინას ბახმუტთან 17 კილომეტრიანი წინსვლა აქვს - რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკრაინს ფრონტის ხაზზე ახალი წარმატება აქვს. რუსული სამთავრობო მედია ადასტურებს, რომ კოსმოსურმა საჰაერო ძალებმა ერთი ავიაჯგუფი, ორი ვერტმფრენი და ორი ავიაგამანადგურებელი დაკარგა. დაღუპულია ეკიპაჟის 6 წევრი.
ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, რომ უკრაინას 17 კილომეტრიანი წინსვლა აქვს. შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო ოკუპანტების გაშვებული შაჰიდის დრონები, 18 უპილოტო საფრენი აპარატი და სამი ფრთოსანი რაკეტა. იზრდება რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობაც. შეტაკებებია ხარკოვში, სროლებია დონეცკის ოლქშიც.
უკრაინელებთან ერთად ფრონტის ხაზზე იბრძვიან ქართველი მეომრებიც.
პოზიციებს ვიმაგრებთ, ყოველდღიურად გავდივართ თითო-თითო კილომეტრს, - ამბობს ქართველი მებრძლი კახა ციმინტია.