გერმანია უკრაინას 3 მლრდ. დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია მზადაა, უკრაინას სამი მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარება გადასცეს. ვოლოდიმერ ზელენსკისა და ოლაფ შოლცის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ბერლინი საჰაერო თავდაცვასაც გააძლიერებს.
კანცლერი ზელენსკის საპრეზიდენტო სასახლეში სამხედრო პატივით დახვდა. ჯერ იყო პირისპირ შეხვედრა, შემდეგ გაფართოებული კონსულტაციები თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.
ის, რასაც უკრაინა გერმანიისგან მიიღებს, ძალიან ძლიერი დახმარებაა. საომარი თვითმფრინავები ჩვენი მოლაპარაკებების თემის მეორე ნაწილი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ მებრძოლებთან მებრძოლთა კოალიციის შესაქმნელად. მე მივმარტავ გერმანელებს და ვთხოვ გერმანიას მისი ნაწილი იყოს, ჩვენ მუდამ მადლობელი ვიქნებით გერმანიის და თქვენი ხელმძღვანელობის, ოლაფ, რათა გავხადოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო. რაც უფრო მეტად იკისრებს გერმანია ლიდერობას, მით უფრო მეტი შანსი იქნება მშვიდობის, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას იქამდე დაეხმარება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.