არჩევნები თურქეთში - ერდოღანმა საარჩევნო უბანზე ფული დაარიგა

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯერ თაიფ ერდოღანმა ფული პირდაპირ საარჩევნო უბანზე დაარიგა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი თითო ადამიანს 200 ლირას აძლევდა. მის გვერდით იმყოფებოდა პირველი ლედიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, რადგან პრეზიდენტი თანხას ბავშვებს სჩუქნიდა, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ.