პოდოლიაკი: ბახმუტი კონტრშეტევის პრელუდიაა

14.05.23 18:36
პოდოლიაკი: ბახმუტი კონტრშეტევის პრელუდიაა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომაგენელი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ბახმუტის ოპერაცია ფართომასშტაბიანი კოტრშეტევის სტარტია. 

ამასთან, პოდოლიაკი ამბობს, რომ ბახმუტი ერთ დღეში ვერ გათავისუფლდება, წინ მძიმე ბრძოლებია და ადდგილი ექნება რუსეთის ბრძოლოუნარიანობის დასუსტებას. 

ფართო გაგებით, ბახმუტი კონტრშეტევის პრელუდიაა. ეს კარია, რომელსაც უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთის უხსნიან, - განაცხადა პოდოლიაკმა უცხოურ მედიასთან.

პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ზუსტა ვერ ამბობს, როდის დაიწყება კონტრშეტევა. პოდოლიაკის თქმით, ოპერაცია ასობით  ოპერაციას შეიცავს და რაიმე პროგნოზის გაკეთება რთული იქნება.