"უკრაინელები წინ დინამიურად მიიწევენ" - ვითარება ბახმუტში

15.05.23 10:17
"უკრაინელები წინ დინამიურად მიიწევენ" - ვითარება ბახმუტში

უკრაინელი დამცველები ბახმუტის მიმართულით წინ დინამიურად მიიწევენ. ინფორმაციას ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაური, მაიორი მაქსიმ ჟორინი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინელებს ბრძლა თითოეული მეტრისთვის უწევთ.

ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება წინ წავიწიოთ , გავაისროლოთ მტერი და ალყაში მოვაქციოთ მტრის ის დაჯგუფება, რომელის უშუალოდ ქალაქშია. ზოგიერთ ნაწილში ეს უფრო მარტივია, ზოგიერთში - რთული. მტერი არაფრის დათმობას არ აპირებს და სამწუხაროდ ბრძოლა თითოეული მეტრისთვის გვიწევს, გვაქვს დანაკარგები, - თქვა ჟორინმა ერთ-ერთ ტელერახზე.

მისივე თქმით, უკრაინელი დამცველები დანაკარგებს მაშინვე ავსებენ და იმაგრებენ პოზიციებს, რომელიც მტერს დაათმობინეს. ჟორინი ამბობს, რომ დაბრუნებულ პოზიციებზე ოკუპანტების გვამები რჩება.