არჩევნები თურქეთში: წინასწარი გამოთვლებით, ერდოღანი ლიდერობს

წინასწარი გამოთვლებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფეჯ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
ბიულეტნების 98,38% დათვლის შემდეგ ირკვევა, რომ ერდოღანს ხმების 49,34% აქვს, თუმცა არა 50%, რომელიც მას პირველ ტურში გასამარჯვებლად ესაჭიროება. ამავე დროს, ერდოღანის მთავარ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმების 45% აქვს მოპოვებული.
მოქმეი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა არც მეორე ტურის ჩატარების წინააღმდეგი იქნება, თუკი ამას ხალხი გადაწყვეტს.
ვიღაც სამზარეულოშია, ჩვენ აივანზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები არ არის, ჩვენ ბევრად წინ ვართ. საბოლოო ოფიციალური შედეგები ჯერ არ ვიცით, ჯერ კიდევ ველოდებით ერის ნების გამოვლენას. ვიდრე შედეგებს ველოდებით, გადავწყვიტე, წინასწარ გამოვსულიყავი სიტყვით, ტრადიციულად აივანზე. ჩვენმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება, თქვენ არ გჭირდებათ ახალი საბაბების პოვნა, ჩვენ დავინახავთ ჩვენი ერის ნებას, როდესაც გვექნება საბოლოო შედეგები. ეს უნიკალური არჩევნებია მსოფლიოში. ჩვენს ისტორიაში უმაღლესი საარჩევნო მონაწილეობით, მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე გამონაკლისის გარეშე ყოველთვის პატივს ვცემდით ეროვნული ნების გადაწყვეტილებას. ჩვენ პატივსვცემთ მას ამ არჩევნებში და პატივს ვცემთ შემდეგ არჩევნებზეც, არ ვიცი არჩევნები პირველ ტურში დასრულდება თუ არა. თუ ჩვენმა ერმა აირჩია მეორე ტურში გასვლა, ჩვენ პატივს ვცემთ. გვჯერა, რომ ამ ტურს 50%-ზე მეტი ხმით დავასრულებთ, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ქემალ ქილიჩდაროღლუ კი მეორე ტურში საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული.
თუ მეორე ტური გმოაცხადდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, - აცხადებს პრზიდენტის კონკურენტი.