საფრანგეთი უკრაინას ჯავშან-ტექნიკას და ტანკებს გადასცემს - ზელენსკის ევროპული ტურნე
მაკრონი უკრაინას ათობით ჯავშან-ტექნიკას და მსუბუქ ტანკებს გადასცემს. პარიზი კიევს სამოქალაქო დახმარებასაც გაუწევს, მათ შორისს ფინანსური კუთხით. ომის დანაშაულების გამოსაძიებლად უკრაინაში გაიგზავნება "დეენემის" ორი მობილური ლაბორატორიაც.
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩასვლამდე გერმანიაში იყო, სადაც კარლოს დიდის პრემია გადასცეს.
"ახლა წყდება რა იქნება ამ ომის დასასრული და არის თუ არა ეს, მართლაც ბოლო აგრესია ევროპაში. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენთან ჩვენს ერთიანობაზე, თქვენს სისწრაფეზე, თქვენთან ერთად გამარჯვების სურვილზე. დღეს ჩემთვის დიდი პატივია, კარლოს დიდის საერთაშორისო პრიზის მიღება უკრაინელი ხალხისთვის, ასე რომ ჩემი მთავარი მოწოდება დღეს თქვენთან არის იყოთ კარლოს დიდის პერსონაჟის ღირსი. გაიმარჯვეთ, დაამყარეთ მშვიდობა, რომელიც იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვების ნაყოფი და რომელსაც მე და თქვენ, ვუტოვებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს, როგორც ევროპის მთავარ მემკვიდრეობას" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.