არჩევნები თურქეთში: მეორე ტური გარდაუვალია, ერდოღანს ახლა 49.40% აქვს

თურქეთში არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. თურქეთის მოქმედ ლიდერს ახლა 49.40% აქვს. ერდოღანმა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% პლიუს ერთ ხმა ვერ მიიღო.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ ხმების 99%-ზე მეტი დათვლილია. თამჯდომარე ამბობს, რომ დასათვლელის რაოდენობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვერ მოახდენს გადამწყვეტ გავლენას შედეგზე.
"ქვეყანაში სულ 192 214 საარჩევნო ყუთი გვაქვს, ხოლო 9 საათისა და 45წუთის მდგომარეობით გახსნილია 192 187 ყუთი. ამჟამად ქვეყანაში გაუხსნელი ყუთების რაოდენობა 27, ეს ისეთი მცირე რაოდენობაა, რომ არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს. ამ დროისთვის საზღვარგარეთ არის 1 529 გაუხსნელი ყუთი ამ მონაცემით 9 საათისა და 45 წუთის მდგომარეობით, ბატონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს აქვს 49.40%, ბატო ქემალ კილიჩთაროღლუს 44.96%, ბატონ სინან ოგანს აქვს ხმების 5.2%. მონაცემების შეყვანა გრძელდება" - განაცხადა თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, აჰმედ იერინიმ.