სარაკეტო დარტყმა კიევზე - არიან დაშავებულები

16.05.23 10:30
სარაკეტო დარტყმა კიევზე - არიან დაშავებულები

სარაკეტო დარტყმა კიევზე - რუსულმა ძალებმა უკრაინას გამთენიისას შეუტიეს. ქვეყნის ყველა ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, კიევში კი ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, არიან დაშავებულები.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.