უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს
უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაკავებულია - ომში მყოფი ქვეყნის მთავარმა მოსამართლემ 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვსევოლოდ კნიაზევის ჩხრეკის დროს, სავარაუდოდ, ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხაც. მტკიცებულებას უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ოფიციალურ გვედრზე აქვეყენებს, სადაც სავარძელზე გაშლილი, ამერიკული ვალუტის ფოტოა გამოქვეყნებული.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, უზენაეს სასამართლოში გამოვლენილია მასშტაბური კორუფცია, რომლშიც თავმჯდომარის გარდა სხვა მოსამართლეებიც არიან ჩართულები.