დრონით თავდასხმა კურსკში, FSB-ს შენობაზე - დაშავებულია 5 რუსი სასაზღვრო ოფიცერი

16.05.23 12:57
დრონით თავდასხმა კურსკში, FSB-ს შენობაზე -  დაშავებულია 5 რუსი სასაზღვრო ოფიცერი

დრონით თავდასხმა კურსკში, FSB-ს შენობაზე - რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო რეგიონში თავდასხმის შედეგად 5 სასაზღვრო ოფიცერი დაშავდა. 

ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კონკრეტულ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, კურსკის გუბერნატორმა, რომან სტარვოიმ, Telegram არხზე სხვა თავდასხმის შესახებ გაავრცელა ცნობა, რომელიც ასევე უპილოტო დრონით, მისივე თქმით, 15 მაისს განხორციელდა. 

როგორც ის ამტკიცებს, დრონი უკრაინულ მხარეს ეკუთვნოდა.

ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის Telegram არხზეც. ისინი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ორ თავდასხმაზე საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები