ჩრდილოეთ მაკედონიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

18.05.21 17:39
ჩრდილოეთ მაკედონიამ ქვეყნიდან  რუსი დიპლომატი გააძევა

ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ  ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული საინფორმაციო პორტალი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით,  ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩს 14 მაისს გადასცეს ნოტა, ამის შემდეგ კი დიპლომატს 1 კვირიანი ვადა ექნება ქვეყნის დასატოვებლად.