ავსტრალიაში სკოლის ავტობუსს სატვირთო შეეჯახა - არიან დაშავებულები
ავსტრალიის ქალაქ მელბურნის გარეუბანში, სკოლის ავტობუსს, რომელშიც 45 მოსწავლე იმყოფებოდა სატვირთო მანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად შვიდი ბავშვი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანა სკოლის ავტობუსს უკანა მხრიდან შეეჯახა, რამაც ავტობუსის გადატრიალება გამოიწვია. მძიმედ დაშავებულებს დასჭირდათ გადაუდებელი მკლავის ამპუტაცია, მათ ასევე მიღებული აქვთ ხერხემლის მძიმე დაზიანებები.
შემთხვევის ადგილიდან სულ 21 ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.