მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი სირიელი დახმარებას 3 თვე ელოდა - მაშველებმა ის ცოცხალი იპოვეს

მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი სირიელი დახმარებას 3 თვის განმავლობაში ელოდა. მაშველები, რომლებმაც მას საბოლოოდ მიაგნეს, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. მამაკაცის ნანგრევებიდან ამოყვანის შოკისმომგვრელმა კადრებმა სრულიად მსოფლიო მოიარეს.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებული სირიის მოქალაქე მაშველებმა 16 მაისს იპოვეს. კაცი ძალიან დასუსტებული და წვერმოშვებული იყო, თუმცა ცოცხალი.
ამ დროისათვის კაცი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებიც ამბობენ, რომ პაციენტს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის.
როგორ მოახერხა კაცმა გადარჩენა, უცნობია.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში თებერვლის დასაწყისში მოხდა. კატასტროფას 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.