საჰაერო შეტევა კიევზე - მტრის ყველა რაკეტა განადგურებულია

18.05.23 10:24
საჰაერო შეტევა კიევზე - მტრის ყველა რაკეტა განადგურებულია

კიევმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი მოიგერია -  ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები