ახალი სანქციები რუსეთისთვის - G7 შეკრებისთვის ემზადება

19.05.23 10:23
ახალი სანქციები რუსეთისთვის - G7  შეკრებისთვის ემზადება

დიდი შვიდეული შეკრებისთვის ემზადება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზადდება. მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა იაპონიაში გაიმართება.  

როიტერის ცნობით, სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე ლიდერებს ჯერ ერთმანეთში არსებული უთანხმოების გადალახვა მოუწევთ. სამიტზე  სტუმართა სიაში არ არის ჩინეთი და რუსეთი, თუმცა შვიდეულის შეხვედრაში მოანაწილეობას ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.

G7-ის სამიტში პირადად მიიღებს მონაწილეობას ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ჰიროშიმაში ამერიკული თვითმფრინავით ჩაფრინდება. ამ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ადასტურებს.

იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად,  - თქვა დანილოვმა.