13 დაღუპული და ათასობით ევაკუირებული - იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან
იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტიქიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მილიარდ ევრომდე აღწევს ზარალის ოდენობა. წყალდიდობის ეპიცენტრი ემილია-რომანის რეგიონია. სტიქიის შედეგად დაზარალებულია 41 ქალაქი და დაბა. მეწყერი ჩამოწვააა 300 ლოკაციაზე. განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტუა. ათი ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.
მომხდარი საუკუნის ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა შეფასდა.