ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, ამის შესახებ ზელენსკი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩავედი საუდის არაბეთში. ვისაუბრებ არაბული ლიგის სამიტზე, შევხვდები მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს და გავმართავ სხვა ორმხრივ მოლაპარაკებებს" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებების პრიორიტეტებს შორისაა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე ყირიმზე, რუსი დამპყრობლების მიერ დატყვევებული მოქალაქეებისა და უკანონოდ დეპორტირებულების დაბრუნება.
"კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაა. ჩვენთან ერთად არის მუსტაფა ძემილევი, ყირიმელი თათრების ლიდერი. ყირიმი იყო პირველი, რომელიც დაზარალდა რუსული ოკუპაციისგან და მათი უმეტესობა, ვინც ოკუპირებულ ყირიმში რეპრესიებს ექვემდებარება, მუსლიმები არიან" - წერს ზელენსკი სოციალური ქსელის ოფიციალურ მიმართვაში.