უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი გაანადგურეს

20.05.23 10:30
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, წუხელ, დედაქალაქ კიევში, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის გამოცხადებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ კიევში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავდასხმისთვის გამოყენებული ყველა ირანული დრონი გაანადგურეს. ნამსხვრევები დედაქალაქის ოთხ რაიონში ჩამოვარდა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი სიახლეები