რუსეთში უკრაინის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა

21.05.23 09:48
რუსეთში უკრაინის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთში უკრაინის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა გასულ ღამეს, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოსთან მოხდა, რასაც ძლიეირ ხანძარი მოჰყვა. ინფორმაცია ტელეგრამ არხზე ადგილობრივების ცნობებზე დაყრნობით ვრცელდება.

ადგილორბრივებმა გვაცნობეს, რომ ქალაქის შემოგარენთან ძლიერი ხანძარია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, - ნათვქმია შეტყობინებაში.  

მოგვიანებით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა შებეკინოს დაბომბვის შესახებ განაცხადა, რომლის შედეგადაც, თითქოს, ხანძარი გახდა.