ბაიდენის ზელენსკის ახალ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა - რას მიიღებს კიევი?

21.05.23 12:16
ბაიდენის ზელენსკის ახალ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა - რას მიიღებს კიევი?

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაშია. უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას დიდი შვიდეულის სამიტში  მიიღებს. ჰიროშიმაში ვიზიტისას ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. პირისპირ მოლაპარაკებები გამართა მსოფლიოს ლიდერებთან. ბაიდენმა ზელენსკის ახალი სამხედრო პაკეტის გადაცემა დაუანონსა. მოკავშირეები უკრაინას F16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ.

"როიტერი" იტყობინება, რომ დიდი ბრიტანეთი სამიტზე რუსული ბრილიანტებისა და რუსეთიდან ლითონის იმპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადებს. ასევე, ოფიციალური ლონდონი 86 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს დაუწესებს. სანქციების გაფართოებას და 70 პირის, ასევე 300 კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანას ამერიკის შეერთებული შტატებიც გეგმავს.