უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევარალყაში მოაქციეს - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

21.05.23 14:08
უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევარალყაში მოაქციეს -  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევარალყაში მოაქციეს. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს. მისი თქმით, ამ გზით ოკუპანტების განადგურება უფრო მარტივი იქნება.  

მტერმა ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ მოახერხა. მათ დაკავებული ქალაქის ნაწილი დაკარგეს. ჩვენი ჯარების ქალაქის შემოგარენში გადაადგილებამ, რომელიც ახლაც გრძელდება, მტერს ბახმუტში ყოფნას ძალიან ურთულებს. ჩვენმა ჯარებმა ქალაქის ნახევარალტყაში მოაქციეს, რაც მტრის განადგურების საშუალებას იძლევა, ამიტომ, მოწინააღმდეგეს ქალაქის იმ ნაწილში, სადაც გამაგრებულია, თავდაცვა უწევს, - განაცხადა მალიარმა.