ბახმუტი რუსებს არ აუღიათ, ქალაქში უკრაინელი სამხედროები არიან - ზელენსკი

21.05.23 18:50
ბახმუტი რუსებს არ აუღიათ, ქალაქში უკრაინელი სამხედროები არიან - ზელენსკი

ბახმუტი რუსეთს არ აუღია, ქალაქში უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიაში ყოფნისას ბრიფინგზე განაცხადა. 

არავითარი გაუგებრობა არ არის. ზუსტა ვიცი, რა ხდება ბახმუტში. ყველას კარგად გვესმის, რისთვის ხდება ეს. არ შემიძლია ჩემი ტაქტიკური ხედვები  და ჩვენი ტაქტიკა გაგიაზიაროთ, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 
 

ცოტა ხნით ადრე ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტი სრულად მათ კონტროლ ქვეშაა. გამოგონილი გამარჯვება ვაგნერელებს ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.  

მსგავსი სიახლეები