ბახმუტისთვის ბრძოლას 100 ათასი რუსი სამხედრო შეეწირა - ბაიდენი

21.05.23 19:46
ბახმუტისთვის ბრძოლას  100 ათასი რუსი სამხედრო შეეწირა - ბაიდენი

ბახმუტისთვის ბრძოლას რუსეთის 100 ათასი სამხედრო შეეწირა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა იაპონიაში პრესკონფერენციის დროს განაცხადა. 

ბახმუტზე ამბობენ, დაკარგულია თუ არა. სიმართლე ის არის, რომ რუსეთმა ბახმუტში 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ამის შევსება რთულია. მნიშვნელობა არ აქვს ის ოკუპირებულია თუ არა, იქ შენობები, პრაქტიკულად, აღარ არის. ქალაქის დანგრეულია. თუმცა მათ (თავაცვის ძალებმა) ბევრი რუსული ჯარის იერიში მოიგერიეს, მათ შორის, ვაგნერელებიც, - განცხადა ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას. 
 

მსგავსი სიახლეები