"საქართველოში აქტივისტებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ახლობლის ქორწილი ჩაშალეს" - DW
"საქართველოში აქტივისტებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ახლობლის ქორწილი ჩაშალეს" - სტატიას ამ სათაურით "დოიჩე ველე" აქვეყნებს.
გერმანული გამოცემა აღწერს, რა ხდებოდა კახეთში ყვარლის სასტუმროსთან, როცა იქ სანქცირებული ლავროვის სანქცირებული შვილი და სიძე იმყოფებოდნენ.
ავტორი მკითხველს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შესახებ უყვება, რომლებიც სკანდირებდნენ შემდეგ სიტყვებს "საქართველოში რუსების ადგილი არაა".