რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქის ავტომობილი ავარიაში მოჰყვა

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოსკოვის ცენტრშ, ავტოავარიაში რუსეთის პატრიარქის ავტომობილი მოყვა. ვინ იჯდა ავტომობილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უცნობია. კრემლის მედია წერს, რომ ავტომობილი Aurus-ი სწორედ პატრიარქს ეკუთვნის.
ტელეგრამ „ბაზა“ იტყობინება, რომ ავარია დილის 6:30 საათზე მშვიდობის და ბოლნიჩნის პროსპექტების გადაკვეთაზე ვოლვოს ფირმის ავტომობილს „აურუსი“ შეეჯახა.
ავტომობილ;ების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხდაა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.