ოკუპანტებმა დნიპროში საავარიო-სამაშველო ნაწილი დაბომბეს - განადგურებულია 20 ერთეული ტექნიკა

22.05.23 12:43
ოკუპანტებმა დნიპროში საავარიო-სამაშველო ნაწილი დაბომბეს - განადგურებულია 20 ერთეული ტექნიკა

ოკუპანტებმა დნიპროში საავარიო-სამაშველო ნაწილი დაბომბეს. დაშავდა 20-მდე ავტომობილი და ერთი მაშველი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელი ავრცელებს.

დნეპრი. ღამით მტერმა საავარიო-სამაშველო ნაწილი დაბომბა. დანგრეულია 3 შენობა , განადგურებულია 20 ერთეული ტექნიკა. დაშავდა ერთი მაშველი, - წერს სერგეი კრუკი სოციალურ ქსელში. 

სერგეი კრუკმა ხაზი გაუსვა, რომ სამაშველო ნაწილის განადგურება ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტეორისული სახელმწიფოა. 
 

მსგავსი სიახლეები