სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღის ჩათვლით აღიაროს

22.05.23 16:37
სომხეთი მზადაა,  აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღის ჩათვლით აღიაროს

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ფაშინიანმა ამის შესახებ განცხადება კონფერენციაზე გააკეთა.

"სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომელიც 86 600 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, 29 800 კვადრატულ კილომეტრს. აზებაიჯანის 86 600 კვადრატულ კილომეტრში შედის მთიანი ყარაბაღის, თუმცა, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის". - თქვა ფაშინიანმა.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ისაუბრა შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ, ფაშინიანის განმარტებით, მთიან ყარაბაღში მცხოვრების სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო გარანტიებია საჭირო. სხვა შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა რეგიონში ეთნიკური წმენდა მოაწყოს.

მსგავსი სიახლეები