რუსეთის ტერიტორია იბომბება - საბრძოლო მოქმედებებმა ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაინაცვლა
მოსკოვი შოკიდან ვერ გამოდის - საბრძოლო მოქმედებებმა დღეს რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ინტენსიური ბრძოლებია ბელგოროდის ოლქში. რუსეთის თავისუფლების ლეგიონი და მოხალისეთა კორპუსი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნის. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კადრები თუ რა ხდება ბელგოროდში, სადაც ავტომობილების კილომეტრიანი რიგები დგას. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქს ტოვებს.
ბელგოროდის ხელისუფლებამ უკვე გამოსცა განკარგულება საყოველთაო მობილიზაციისა და რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ. რუსები ქალაქს პანიკით ტოვებენ.
"ეს არის პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია, რომელსაც რუსული ლეგიონი ატარებ" - იუწყება უკრაინული დაზვერვა. ბელგოროდის გუბერნატორი ადასტურებს, რომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე თავდასხმაა და ახლა რეგიონში ინტენსიური შეტაკებებია.
რა ვითარებაა რუსეთის ტერიტორიაზე - უახლესი ცნობები გუგა არჩვაძემ შეაგროვა