ბელგოროდში FSB-სა და შსს-ს შენობებს დაარტყეს - რუსული მედია
ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს.
რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-ს ცნობით, FSB-ის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა იყო ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეც.
ასევე, ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების შესახებ.
SOTA წერს, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე.
ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ.
რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარებაა - გუშინ იყო აფეთქებებიც. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. გუშინ ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.