რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის სანქციების დარღვევაა - არესტოვიჩი

23.05.23 10:46
რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის სანქციების დარღვევაა - არესტოვიჩი

 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა დასავლეთის სანქციების დარღვევაა.

არესტოვიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მოსკოვს ეთამაშება.

დასავლეთი გადაწყვეტილებებს ნელ-ნელა იღებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას გამოაცხადებენ - რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა. პოლიტიკური ძალა, რომელიც აცხადებს, რომ არის პროევროპული, სურს შევიდეს NATO-სა და ევროკავშირში, ამავდროულად მოსკოვს ეთამაშება, რაღაც ახალი მოვლენაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ დეკლარირებული აქვს პროევროპული კურსი, მოსკოვთან ურთიერთობებს აპატიებენ, არ აპატიებენ, მითუმეტეს, როდესაც ადამიანს ციხეში კლავენ".- ამბობს არესტოვიჩი.

მსგავსი სიახლეები