ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე, ვუჰლედარში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე, ვუჰლედარში ჩავიდა - ვოლოდიმირ ზელენსკი მარინკას თავდაცვის ზონაში იმყოფება.
პრეზიდენტმა სამხედროები გამოჩენილი მამაცობისთვის მედლებით დააჯილდოვა.
"დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!" წერს ზელენსკი.