უკრაინელი ბოევიკები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებს აგრძელებენ - პესკოვი

23.05.23 14:37
უკრაინელი ბოევიკები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებს აგრძელებენ - პესკოვი

კრემლის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

პესკოვის თქმით, სპეცსამსახურები ამჟამად დაკავებულნი არიან თავდამსხმელთა ვინაობის და მათი რაოდენობის დადგენით.

მისივე თქმით, ბელგოროდის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ გაიმართება.

დივერსანტების თავდასხმა ბელგოროდის რეგიონში ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა და სპეცოპერაცია გრძელდება, მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“, - ამბობს პესკოვი. 

ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაის გავრცელდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.