ბელგოროდში არსებულ ვითარებზე პასუხისმგებლობა კიევს, ვაშინგტონს და ევროკავშირს ეკისრება - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედევევი ბელგოროდის რაიონებზე დევერსიულ იერიშებს ეხმიანება და მათზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. მისი თქმით, ბეგოროში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელნი ასევე ვაშინგტობი და ევროკავშირი არიან. რუსი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დივერსიული დაჯგუფების წევრები ტყვედ არ დაუნ დაიყვანონ და ადგილზე უნდა გაანადგურონ.
რაც არ უნდა იყბედონ კიევში, რომ მსგავს ქმედებებთან საერთო არაფერი აქვთ, ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. მათზე პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმს ეკისრება, საბოლოო ჯამში კი მის სპონსორებს: ვაშინგტონს, ევროკავშირს და მათზე მიკედლებულ, ბრიტანეთის მსგავს სახელმწიფოებს. ეს მათი პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება ამ ნაძირლებს, მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ, მათი დახასიათება სხვადასხვაგვარად შეიძლება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა უნდა ვუქნათ მათ. ისინი ტყვედაც არ უნდა აიყვანო, უბრალოდ უნდა გაანადგურო, - ამბობს მედვედევი.