აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელები ვერ გაიმარჯვებენ - ორბანი

23.05.23 15:50
აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელები ვერ გაიმარჯვებენ - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბან აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. უცხოელი პოლიტიკოსის თქმით,  ბრძოლის ველზე ღარიბი უკრანელები ვერ გაიმარჯვებენ, ნატო კი იქ ჯარების გასაგზავნად მზად არ არის. 

დააკვირდით ციფრებს, გარემოს, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის. აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელებისთვის გამარჯვება არ არის.  მე ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე... ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, როგორც მე, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს", - თქვა ორბანმა.

მსგავსი სიახლეები