რაც მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს - პოდოლიაკი

23.05.23 15:57
რაც მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს - პოდოლიაკი

რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს.

უკრაინელი მაღალჩინოსანი რუსეთს ურჩევს, ერთი ნაბიჯით წინ გაიხედოს. 

სრულმასშტაბიანი ომის მეთხუთმეტე თვეში ოფიციალურმა კრემლმა (პესკოვის მიერ) საბოლოოდ ჩამოაყალიბა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი: აღეკვეთა ბელგოროდის რეგიონის დაცემა. ძალიან უგუნური და შორსმჭვრეტელი. მათ უნდა იფიქრონ ერთი ნაბიჯით წინ და დაიწყონ "რუსული გამარჯვების" ახალი საინფორმაციო კამპანია.სერიოზულად კი, დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს: რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს რუსეთი საბოლოოდ, - წერს პოდოლიაკი. 

მსგავსი სიახლეები