ბელგოროდის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით გრძელდება - "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი"

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი და რუს მოხალისეთა კორპუსი იტყობინება, რომ ბელგოროდის ოლქის გათავისუფლების ოპერაციას განაგრძობს. ლეგიონის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებები აქვთ, ოკუპანტები კი პანიკაში არიან.
ლეგიონი და მოხალისეები ბელგოროიდ გათავისუფლებას განაგრძობენ. რუსეთის ფედერაციის არმიამ პატრიოტ- მოხალისეებს წინააღმდეგობას ვერ უწევს, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს და მოსკოვის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას არ შეუშინდნენ, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
მებრძოლებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების შესახებ მითი მორიგ ჯერზე დაამსხვრიეს და რომ რუსეთის ფედერაცია არც თუ ისე ძლიერია. მათი თქმით, ყველაფერი ილუზიაა, რომელსაც ხელისუფლება ხალხს თავს ახვევს.
სამხედრო კრიზისზე რუსეთის ფედერაცია ვერ რეაგირებს, ყველა სამხედრო მოსამსახურე ან მკვდარია, ან დაწრილი ანდა უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დაუცველია. ბელგოროდის ოლქში პანიკაა, მიმდინარეობს ნაწილობრივი ევაკუაცია, მაგრამ ძირითადად ადგილი სტიქიურ გაქცევას აქვს, - ნათქვამია შეტყობინებაში.