მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ

23.05.23 19:26
მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ

მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვის გადაკვეთის შემთხვევაში, ისინი ვლადიმერ პუტინს დააკავებენ. ქვეყნის მეთაურმა თქვა, რომ მოლდოვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა და აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებს.

დიახ. მოლდოვის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ შეთანხმებას ხელი მაოწერა და ამიტომ მოლდოვა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, - განაცხადა სანდუმ Euronews-თან ინტერვიუში. 

ამასთან, მაია სანდუმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.