რუსეთი პანიკამ მოიცვა - ბელგოროდში სანგრებს თხრიან
რუსეთი პანიკამ მოიცვა. ბელგოროდში სანგრების გათხრა დაიწყეს. უკვე დაცლილია ათი დასახლება. მიუხედვად იმისა, რომ კრემლი განსხვავებული ვითარების შესახებ საუბრობს, ბელგოროდის მერი ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ ეუბნება, რომ სახლებში არ უნდა დაბრუნდნენ.
მეორე დღეა ბელგოროდში კონტრტერორისტული რეჟიმია გამოცხადებული. უკრაინა უარყოფს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების ჩატარებას.
პარალელურად, კი ბელგოროდში უკრაინული დროშა ფრიალებს, ერთ-ერთ შენობაზე კი ჩნდება წარწერა "სალამი ბახმუტიდან".
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.