პრიგოჟინი აღიარებს, რომ უკრაინული არმია მსოფლიოში უძლიერესია

ვაგნერის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ უკრაინული არმია მსოფლიოში უძლიერესია. რუსი პროპაგანდისტის ეთერში ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ნაცისტების ძებნაში უკრაინის ტერიტორიაზე ხეპრულად შეიჭრნენ.
მივიდნენ კიევში, ჩაისვ*ეს და და გაბრუნდნენ, შემდეგ ჰერსონთან ჩაისვ*ეს და წავიდნენ, იზიუმი წითელი ლიმანი, რატომღაც არაფერი გამოგვდის,- თქვა მან.
პრიგოჟინმა თქვა, რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ დასკვნები ვერ გააკეთა . მისი თქმით, უკრაინა ახლა ის ერია, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, მისი არმია კი ბევრად ძლიერი გახდა.
ვაგნერის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნანახი აქვს, როგორ ბრძოლობენ ამერიკელები, აფრიკული ტომები, თუმცა უკრაინული არმია ბევრად ძლერია.
კარგად ორგანიზებული არმიაა, უმაღლესი მომზადებით, ძლიერი დაზვერვა, ბევრი შეიარაღება აქვთ. ამის გარდა, ისინი ნებისმიერი სისტემაზე მუშაობენ , - თქვა პრიგოჟინმა.